Posts
Showing posts from July, 2017
ტრენინგის მერვე დღე.
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის მერვე დღეს გაუზიარეთ ერთმანეთს სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები. გავეცანი დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში მოცემულ ოთხ დონეს. ვიმუშავეთ მეექვსე მოდულში მოცემულ რესურსებზე. ტრენერმა შემოგვთავაზა პრეზენტაციის შაბლონი: "აღქმის სტილი." განვიხილეთ და ვიმსჯელეთ მოცემულ მასალაზე. გავეცანი ვარგნერის მიერ შემუშავებულ ინტელექტის 10 სახეობას. გეგმის შაბლონში შევავსეთ დარჩენილი მასალა. ტრენერმა მოიწონა ჩემს მიერ შესრულებული ნაშრომი, რისთვისაც მადლობას ვუხდი ქალბატონ ნანას.
ტრენინგის მეშვიდე დღე.
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის მეშვილდე დღე ძალიან საინტერესო და დატვირთული გვქონდა. ჩვენი მომზადებული პრეზენტავია გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე. გავეცანით პროგრამა დრაივს. ფაილი ჩამოვტვირთეთ ეკრანზე, იგივე კონვერტირება. ჩემი პრეზენტაცია ჩავაშენე ბლოგზე, რომლის ნახვა შეგვიძლია ბლოგზე. გავეცანით ვიდეო გაკვეთილების პორტალს, სადაც დრაივის და ბლოგის ნახვა.მუშაობა გავაგრძელეთ ჩვენს გზამკვლევზე. ჩამოვტვირთეთ შეფასების რუბრიკა და შევინახეთ კურსის რესურსებში. მადლობა ჩვენს ტრენერს.
ტრენინგის მეექვსე დღე
- Get link
- X
- Other Apps
პროექტის მეექვსე დღეს განვიხილეთ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით, ასევე განვიხილეთ, როგორ გავგეგმოთ აქტივობები პროექტის დასაწყისში, მსვლელობისას და დასასრულს. პროექტში გათვალისწინებული ვადები გავწერეთ ფაზების მიხედვით და შევიტანეთ გეგმის შაბლონში. როგორც წინა დღეებმა, ასევე დღევანდელმა დღემაც ნაყოფიერად ჩაიარა. გავიგე ბევრი საინტერესო და საჭირო მასალა, რისთვისაც ქალბატონ ნანა ედიშერაშვილს მადლობას ვუხდი.
ტრენინგის მეოთხე დღე.
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის მეოთხე დღეს მეწყვილეებმა გადავხედეთ ერთმანეთის გეგმის შაბლონს. დასრულების შემდეგ დავსვით: სამი კითხვა, ორი კომენტარი და ერთი მნიშვნელოვანი რჩევა, მომეწონა კოლეგის ყურადღება ჩემი გეგმის მიმართ და აუცილებლად გავითვალისწინებ მის შეკითხვასაც, კომენტარსაც და რჩევასაც. განვიხილეთ სასწავლო პროექტების მეშვეობით სტანდარტების მიღწევის საკითხი. გავეცანით ინტერნეტრესურსებს, რომლებსაც გამოვიყენებთ კვლევაში, კომუნიკაციასა და თანამშრომლობის პროცესში, ასევე გავაუმჯობესებ სასწავლო პროექტის გეგმას.
მეორე დღის რეფლექსია.
- Get link
- X
- Other Apps
პროექტის მეორე დღეს დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე, პირველ რიგში გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, საიტიდან ჩამოტვირთული 21-ე საუნის უნარ-ჩვევები შევიტანე გეგმის შაბლონში.ასევე ჩამოვტვირთე ფაილი "მიმართულების მიმცემი მაგალითები". განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი, რომელიც მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად განისაზღვრება.